წიბო – შემოსაკვრელი ლენტი
საავეჯე მასალების დაჭრის შემდეგ ხორციელდება დეტალების პლასტმასის ლენტით – წიბოთი დაფარვა , რომელიც დანადგარზე სრულდება, დეტალებზე წიბოს მიკვრა წებოს ავტომატური მიწოდებისა და ტემპერატურის ზუსტი კონტროლის მეშვეობით ხორციელდება, რაც წიბოს დეტალთან თანაბარ და მტკიცე მიკვრას უზრუნველყოფს. პროცესის ბოლოს მაღალხარისხიანი ალმასის დანებით ხდება ზედმეტი ლენტის ჩამოჭრა და გლუვი ზედაპირის მიღება. წიბოს დაკვრის სერვისი მომხმარებელს სთავაზობს დროის დაზოგვას და პროდუქციის მაღალ ხარისხს.