ავეჯის წარმოება ინდივიდუალური შეკვეთით

შპს ,,თი ემ ჯი”-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ავეჯის დამზადება ინდივიდუალური შეკვეთით.  ჩვენ გაგვაჩნია მრავალწლიანი გამოცდილება ავეჯის წარმოებაში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნებისმიერი დიზაინის და სირთულის საოფისე და საოჯახო ავეჯის დამზადება.  საწარმო დაფუძვნებულია 2006 წელს, დაკომპლექტებულია თანამედროვე დაზგა-დანადგარებით და მაღალკვალიფიციური გამოცდილი კადრებით. საწარმო მდებარეობს ქალაქ გორში, მაგრამ ჩვენ ვახორციელებთ ავეჯის მიწოდებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.  შპს ,,თი ემ ჯი” არის საავეჯე მასალების იმპორტიორი კომპანია ,,LTB” -ს პარტნიორი, რომლისგანაც მარაგდება მაღალი ხარისხის მასალებით, რაც საშუალებას გვაძლევს დავამზადოთ სათანადო დონის ავეჯი და დავაკმაყოფილოთ ნებისმიერი გემოვნების მომხმარებლის მოთხოვნა.  გარდა ავეჯის დამზადებისა შპს ,,თი ემ ჯი” 2013 – წლიდან ეწევა საავეჯე მასალებისა და აქსესუარების საცალო და საბითუმო ვაჭრობას, საავეჯე მასალების დაჭრას, დაწიბოვებას და მომხმარებლისთვის მიწოდებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

გაქვს შეკითხვა?

თქვენი კმაყოფილება განსაზღვრავს ჩვენს წარმატებას!