მდფ – საავეჯე მასალა

მდფ არის საავეჯე მასალა, რომელიც სიტყვის მნიშვნელობით საშუალო სიმკვრივის ბოჭკოვან ფილას ნიშნავს და მიღებულია Medium Density Fiberboard (მერქან ბოჭკოვანი ფილების) პირველი ასოებისგან. მდფ სტრუქტურულად ყოველ წერტილში ერთგვაროვანი სიმკვრივის მქონეა. ფილას ზედაპირზე და კიდეებზე  გამოყენებული ხრახნები კარგად ეჭირება. ავეჯის თანამედროვე დიზაინში, მდფ-ზე ეკვრება თერმოპლასტიური ფირი, რომელიც იცავს მასალას ნესტისგან, ორთქლისგან და ასევე ლამაზიცაა.

მისი ფილა მზადდება მერქნის ძალიან წვრილი ნახერხისაგან (ნაქლიბისაგან). დამზადების პროცესში მერქნის ნაწილაკების ერთმანეთთან შეკავშირება ლიგნინისა და პარაფინის საშუალებით ხდება.

”მდფ” ძალიან ეკოლოგიური მასალაა, რომელიც ექვემდებარება ყველაზე ფაქიზ დამუშავებას, ამის გამო  მასალა ფართოდ  გამოიყენება კარადის ფასადების, მაგიდების, სამზარეულოს კარადების და ა.შ დასამზადებლად.

მასზე მუშაობა უფრო მარტივია, რადგან უფრო დრეკადია, კარგად კეთდება ფრეზირება (მრავალფეროვანი ფორმები და სურათები), იძლევა საშუალებას გაკეთდეს მოღუნული, ნახევრადმრგვალი ფასადები.


მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება