სამზარეულოს ზედაპირი
თუ სამზარეულო უკვე მოაწყვეთ და მოგვიანებით აღმოაჩინეთ, რომ ნაკლებად ხარისხიანი მასალა გაქვთ გამოყენებული ან ის უკვე დაზიანდა, არ არის გვიანი. სამზარეულოს ზედაპირის გამოცვლა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.
სამზარეულოს ზედაპირი რამდენიმე სახეობის მასალისგან მზადდება. მათ შორის არის: ე.წ. “ლამინატი” (მერქანბურბუშელოვან ფილაზე გადაკრული პლასტმასნარევი მასალა), ბუნებრივი ქვა, ნახევრადბუნებრივი ქვა და პლასტმასის შემცველი თანამედროვე მასალები.
ყველაზე მოთხოვნადი ქართულ ბაზარზე სამზარეულოს ზედაპირებში არის ე.წ. ლამინატი, ფასიდან გამომდინარე. ასევე ყოველდღიურ მოხმარებაში ძალიან პრაქტიკულია, ადვილად არ იკაწრება და არ ლაქავდება, შესაძლებელია მისი ამოჭრა და ნიჟარის ჩადგმა. სწორედ ამიტომ მას თანამედროვე სამზარეულოს ინტერიერში ხშირად იყენებენ.
თუმცა ვიზუალურად ხარისხიანი ზედაპირის გარჩევა საკმაოდ რთულია. ბაზარზე შეხვდებით იტალიურ, ავსტრიულ ბრენდულ ზედაპირებს, რომლებიც ხარისხით და ეკოლოგიურობით აკმაყოფილებს მაღალ სტანდარტებს, ასევე შეხვდებით თურქულს, რომელიც შედარებით დაბალხარისხიანია.





