დსპ – საავეჯე მასალა
“დსპ” – მზადდება ტემპერატურის და წნევის ქვეშ გაჟღენთილ ქაღალდთან ერთად და ბურბუშელოვანი ფილის გარკვეული დროით პრესზე გატარებით. დსპ ბევრი მახასიათებლით გამოირჩევა. დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რა ფირმისაა, რადგან ყველა ფირმის დსპ ერთნაირი არ არის. გააჩნია რა ფიზიკომექანიკური თვისებები აქვს მასალას. ამ თვისებაში შედის მასალის გამობერვის მაჩვენებელი, სიმტკიცის, დრეკადობის და ხორკლიანობის მაჩვენებელი. ძირითადად გაამოირჩევა ორი ხარისხი P-A და P-B. უკეთესი ხარისხით გამოირჩევა E1 რომლისთვისაც დამახასიათებელია ეკოლოგიური სისუფთავე არ გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებსა და უსიამოვნო სუნს. ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა თუ რა ტექნოლოგიითაა დსპ მოპირკეთებული. ავეჯის წარმოებაში მოპირკეთება ნიშნავს მასალაზე ავეჯის მოსაპირკეთებელი თხელი ფენის (სხვადასხვა ფერის ხის სტრუქტურიანი, ან ერთფეროვანი) მიწებებას (გადაკვრას).





