ხარისხიანი ავეჯის დამზადება
ავეჯის ყიდვისას ნებისმიერი მომხმარებელი ითვალისწინებს იმას, რომ ავეჯი სჭირდებათ ხანგრძლივი მოხმარების მიზნით. ხარისხიანი ავეჯის შესარჩევად ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, საავეჯე მასალების და აქსესუარების ხარისხი. საავეჯე მასალად გამოიყენება ლამინირებული მერქან ბურბუშელოვანი (დსპ) და მერქან ბოჭკოვანი (მდფ) ფილები.
მასალის შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს არა მხოლოდ მის ვიზუალურ მხარეს, არამედ მის ხარისხს არის თუ არა მასალა ეკოლოგიურად სუფთა. ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის, რადგან ავეჯი იყოს არა მხოლოდ კომფორტული, არამედ ეკოლოგიურად სუფთაც. რომელიც არ გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს და უსიამოვნო სუნს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა არის საავეჯე აქსესუარების ხარისხი ანჯამების, სახელურების, ფეხების, უჯრის სავლელების, ასახდელი მექანიზმების და ა.შ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შესაძლებელია ხარისხიანი ავეჯის დამზადება.